გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყაზახ-საგურამოსა და ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენების მიმდებარედ სახაზო ონკანებამდე მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. კრძოდ, ყაზახ-საგურამოს DN-1020მმ მაგისტრალური გაზსადენის 61.0კმ-სა და ყარადაღ-თბილისის DN-700მმ მ/გ-ს 486კმ-ს შორის არსებულ N33.2 - N33.3 შემკრავ სახაზო ონკანებთან მისასვლელი გზის მოწყობა კომპნიის საპროექტო სამმართველოს მიერ დაამუშავებული პროექტისს მიხედვით მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე წყალგამტარი არხები მოეწყობა.
სამუშაოებს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცენტრალური ფილიალის ტექნიკური ჯგუფი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ახორციელებს.