გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 16 ნოემბერს გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებს. კერძოდ, მ/წ 16 ნოემბერს 09:00დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზაქანი, სეთურები, ჯაღმიანი. აღნიშნული შეზღუდვა ასევე შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმლისციხესა და გუდაურის მომსახურე პერსონალის დასახლებას.
გაზმომარაგება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.