შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ყაზახ-საგურამოს მ/გ-ზე საონკანე კვანძის შეცვლის სამუშაოები განახორციელა

04.05.2023

გაცნობებთ, რომ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” მიერ ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალური გაზსადენის 107.9 კილომეტრზე არსებული DN1000მმ N-307 საონკანე კვანძის ახლით შეცვლის სამუშაოები განხორციელდა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა 1 ცალი DN 1000მმ სახაზო ონკანი, შემოვლითი ხაზის ორი 300მმ და გამქრევი სანთლის ერთი 300მმ ონკანი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.