განცხადება

01.08.2023

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია/ 3-6 აგვისტოს ყაზახ-საგურამოს 1000მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, / 3 აგვისტოს 08:00დან 6 აგვისტოს 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ვახტანგისისა და ქესალოს გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერა, ქესალო, ნაზარლო, ვახტანგისი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.