10 სექტემბერი საქართველოს ენერგეტიკოსის დღეა. ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძე მისასალმებელი სიტყვით გახსნა, პროფესიული დღე მიულოცა ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ თანამშრომლებს და მადლობა გადაუხადა პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისთვის.
საქართველოს ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დარგის დამსახურებული თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა - მათ სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” თანამშრომლები: მარიამ ადუაშვილი, მერაბ ჯიშკარიანი, ვლადიმერ გაფრინდაშვილი და მალხაზ მაჭავარიანი დაჯილდოვდნენ.
საზეიმო ღონისძიება სიმბოლურად ისტორიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ ტერიტორიაზე გაიმართა, რომელიც თითქმის 100 წელია ფუნქციონირებს. ღონისძიებას ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.