გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ხარაგაულისა და კოპიტნარის სამხედრო ბაზის გაზაგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 სექტემბრის 12:00დან 13:00საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს დაბა ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ძირულა, ვარძია, ჯაფაროული, ჩხერი, ისლარი, ფარცხნალი, თეთრაწყარო, ახალსოფელი, საქარიქედი, ბაზალეთი, ლაშე, კიცხი. ხოლო 15 სექტემბრის 12:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეფერხდეს კოპიტნარის სამხედრო ბაზაზეც.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.