გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ანაკლიის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 28 სექტემბერს 07:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალკახათი, კახათი, განმუხური, ანაკლია, დიდინეძის კახათი, დარჩელი, კოკი, ხურჩა, დავითიანი, ოქტომბერი, ორსანტია.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.