შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ანაკლიის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები დაასრულა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ სამუშაო ოპერატიულად შესრულდა და აღნიშნული გგს-ის მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეფეხებულა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.