განცხადება

03.10.2023

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 5 ოქტომბერს 07:00დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თერჯოლისა და არგვეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ თერჯოლასა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: სიქთარვა, ეწერი, ბარდუბანი, ქვედა სიმონეთი, ზედა სიმონეთი, ქვებულა, ნახშირღელე, ნავენახები, ღვანკითი, ახალთერჯოლა და ნაწილობრივ რუფოთი. ბუმებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არგვეთას სრულად, ხოლო პირველი სვირის, ქვედა საქარისა და სტაროსელსკის ქუჩის ნაწილს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.