შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები დაასრულა. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების მიერ სამუშაო ოპერატიულად შესრულდა და მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეფეხებულა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.