განცხადება

31.10.2023

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საჩხერის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხსენებული გაზსადენის 2.0 კილომეტრზე კოროზირებული მონაკვეთის შეცვლის სამუშაოები განხორციელდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 ნოემბერს 09:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ საჩხერის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება ქალაქ საჩხერესა და საჩხერის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არგვეთი, ბახიოთი, ბაჯითი, გამ. არგვეთი, გაღმამთა, გორისა, დარყა, დუნთა, დურევი, ეთო, ეხვევი, ივანწმინდა, ითხვისი (ბეგიაური), იტავაზა, იცქისი, კალვათა, კორბოული, მახათაური, მერჯევი, მოძვი, მოხვა, ნიგვზარა, ორღული, პასიეთი, პერევი, სავანე, საირხე, საკოხია, სარეკი, სპეთი, სხვიტორი, უზუნთა, ქვემოხევი, ქორეთი, შალაური, შომახეთი, ჩიხა, ცხამი, ცხომარეთი, წასრი, ჭალა, ჭორვილა, ჭურნალი, ჯალაურთა, ჯრია.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.