განცხადება

31.10.2023

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის D700მმ მაგისტრალური გაზსადენის  98.00 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 ნოემბერს 06:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გუდაურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუმლისციხეს. ასევე, დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: სეთურები, ზაქათკარი, კაიშაურნი, ჯაღმიანი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.