გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” საჩხერის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხსენებული გაზსადენის 2.0 კილომეტრზე კოროზირებული მონაკვეთის შეცვლის სამუშაოები განხორციელდა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.