ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოები დასრულდა

03.11.2023

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის D700მმ მაგისტრალური გაზსადენის  98.00 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.