განცხადება

06.11.2023

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 34.00 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე გაზსადენის  გადალაგების სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 9 ნოემბერს 06:00დან 10 ნოემბრის 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აკეთის, ოზურგეთის, დვაბზუსა და ნასაკირალის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. ხოლო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ  ლაითურის, ურეკისა და ოჩხამურის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, ასევე აჭარის რეგიონს.

ხსენებულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ოზურგეთსა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ოზურგეთი, გურიანთა, ციხისფერდი, შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გომი, ცხემლისხიდი, დვაბზუ, მაკვანეთი, გაღმა დვაბზუ, ბახვი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ვაკიჯვარი, მთისპირი, ახალსოფელი, ბაილეთი, ჭანიეთური, ნასაკირალი, მელექედური, ძიმითი, სილაური, ნაგომარი, დაბალი ეწერი, მზიანი, ასკანა, ლაითური, ნარუჯა, ლიხაური, ჭანიეთი, აჭი, მერია, ხვარბეთი, ნაღობილევი, გოგირეთი, თხინვალი, კონჭკათი, შეკვეთილი, ნატანები, კაპროვანი, ურეკი,  ხრიალეთი, ოხონჯური, შრომა, მოცვნარი, ვაკე, ზემო ორმეთი, ორმეთი,  ნატანები, ბაღდადი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეიზღუდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებშიც: აკეთი,  გაგური, ჭანჭათი, აცანა, მამათი, გრიგოლეთი, წყალწმინდა, ღრმაღელე, ომფარეთი, სუფსა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.