განცხადება

20.02.2024

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 21 თებერვლის 08:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ნასა+“-ისა (სოფელი გამარჯვება) და შპს „ახალი სამგორის“ გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.