გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის არსებულ ლოკაციაზე ახლადაშენებული მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 აპრილს 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ხობსა და ხობის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გურიფული, დასახლება, ზენი, ზემო ქვალონი, ჭითაუშქური, სახოჭოლავო, ნოჯიხევი, კუთხე ნოჯიხევი, ნაფოშტუ, ბულიწყუ, საკვიკვინიო, ჭიხუ, ხეთა, ლარჩვა, დღვაა, საბუკიო, ოხვამეკარი, თორსა, ხამისკური, საქირიო, საკუკავო.
ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდებათ ქალაქებს - ზუგდიდსა და ჯვარს, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კორცხელი, ლია, ნარაზენი, ნაცატუ, ნაწულუკუ, ოდიში, ოდიში/საჭურღულიო, უბანი, ოირემე, ორსანტია, ორული, ოფაჩხაფუ, ჭკადუაში, ოქტომბერი, რიყე, რუხი, საჩინო, ტყაია, ურთა, უჩაშონა, ყულიშკარი, შამადელა, შამგონა, ჩხორია, ჩხოუში, ცაიში, ცაცხვი, ძველი აბასთუმანი, ძველი ხიბულა, ჭაქვინჯი, ჭითაწყარი, ხეცერა, ხურჩა, ჯუმი.
შეზღუდვა ასევე შეეხება ქალაქ წალენჯიხასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ნაკიფუ, ობუჯი, საჩინო, ჭკადუაში, ჯგალი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.