განცხადება

22.05.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქუთაისი-სოხუმის DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული მაგისტრალის 81.6-97.7 კილომეტრებს შორის ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები განხორციელდა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.