გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ივნისს 07:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კასპის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ კასპსა და კასპის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალქალაქი, ბარნაბიანთკარი, გარიყულა, გომიჯვარი, გრაკალი, გუდალეთი, ეზატი, ზემო ჩოჩეთი, ზემო ხანდაკი, თელადგორი, თელიანი, თვალადი, იდლეთი, კავთისხევი, კალოუბანი, ლავრისხევი, მეტეხი, მირიანი, მიქელწყარო, ნიაბი, სასირეთი, ქვემო გომი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, შუა უბანი, ციხისუბანი, წინარეხი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.