განცხადება

10.06.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის DN700მმ მაგისტრალური გაზსადენის 194.0 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 12 ივნისის 08:00 საათიდან 13 ივნისის18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელი სადგურ „შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება სოფელ გლდანსა და თეთრი ტბის ტერიტორიას.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.