საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საგურამო-ქუთაისის მ/გ-ის კასპის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა

11.06.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საგურამო-ქუთაისის DN-500მმ მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოები დასრულა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.