განცხადება

12.06.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ლაითურის გაზგამმანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, რედუცირების კვანძზე ძველი ამორტიზებული ონკანები შეიცვლება ახლით.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 ივნისის 07:00-დან 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ლაითურის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება ოზურგეთის მუნციპალიტეტის დაბა ლაითურს, ნარუჯასა და ანასელუს, ასევე ამავე მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლაითური, ლიხაური, ჭანიეთი, თხინვალი, კონჭკათი, მერია, ნაღობილევი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.