განცხადება

17.06.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენის გორის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 19 ივნისს  08:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ვარიანის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალდაბა,  ვარიანი, არაშენდა, ერგნეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, მეღვრეკისი, თედოწმინდა, საქაშეთი, ფხვენისი, ყელქცეული, შინდისი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.