განცხადება

19.06.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის გორის განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები განხორციელდა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.