განცხადება

21.06.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 504.5 კილომეტრზე არსებულ მონაკვეთზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 24 ივნისის 06:00-დან 25 ივნისის 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ნასა +“-ისა და შპს „ახალი სამგორის“ გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალი სამგორი, პატარა გამარჯვება და ფოლადაანთკარი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.