განცხადება

09.07.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 501.0 კილომეტრზე, გაჩიანის განშტოების მილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები შესრულდება.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 11 ივლისს 10:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „სოკარ გაჩიანის“ გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ყარაჯალასა და ყარათაკლიას.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.