შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 501.0 კილომეტრზე, გაჩიანის განშტოების მილზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები შესრულდა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.