განცხადება

17.07.2024
გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 64,67 კილომეტრზე დაბა სტეფანწმინდის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოები დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა დაგაზგამანაწილებელი სადგურებისსარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაცუზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო დაუწყვეტ გაზმომარაგებას.