განცხადება

19.07.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 104.0 კილომეტრზე, ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივლისს  09:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არახვეთი, ბედონი, ბენიან ბეგონი, გოგნაური, ზემო ამირნი, ზემო მლეთა, იუხი, მანასეული, ნადიბაანი, ნაღვარევი, როსტიანი, სალაჯური, ქვემო მლეთა, ქვეშეთი, ჩირიკი, ჩოხელნი, წინკობანი, წკერე, ხარხეთი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.