განცხადება

19.07.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 193.3 კილომეტრზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში #22 ონკანი შეიცვლება ახლით.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 24 ივლისის  08:00 საათიდან 25 ივლისის  18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „ყამარი მ“-ს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ გლდანსა და ტბის ტერიტორიას სრულად.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.