გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 103.1 კილომეტრზე, ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, 2 აგვისტოს 06:00-დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ვაზისუბნის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ვაზისუბანი, შაშიანი, კალაური, ვაჩნაძიანი და კახიფარი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.