გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული გაზსადენის 64.4-65.4 კილომეტრებზე ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოები შესრულდება.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 6 აგვისტოს 06:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დმანისის, მაშავერას, ბოსლევისა და განთიადის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ დმანისსა და დმანისის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: განთიადი, ჯავახი, ბოსლევი, აზკაკლიანი, მაშავერა, დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ვარდისუბანი, ქვემო ოროზმანი, ზემო ოროზმანი, მთისძირი, ვაკე, ბაზაქლო, ამამლო, მამიშლო, საფარლო, ტყისპირი, ირგანჩაი, პანტიანი, დალარი, იაგუფლო, შახმარლო, კამარლო.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.