განცხადება

16.08.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 190.3 კილომეტრზე  რედუცირების კვანძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდება.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 19 აგვისტოს 07:00-დან 12:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გაზგამანაწილებელ სადგურ „შპს „ყამარი მ“-ის მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზის მიწოდება ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება სოფელ გლდანსა და თეთრი ტბის ტერიტორიას.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.