განცხადება

19.08.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, ხსენებული მაგისტრალის 190.3 კილომეტრზე  რედუცირების კვანძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.