შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სს „ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ გაზსადენის 269,4 კილომეტრზე სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში DN 1200 მმ-იანი საონკანე კვანძი შეიცვალა ახლით, რაც უზრუნველყოფს სისტემის კიდევ უფრო მეტ საიმედოობას.