გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ყაზახ-საგურამოს მაგისტრალური გაზსადენის 43.4-61.5 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 5 სექტემბერს 07:00-დან 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ლემშვენიერას, ქესალოსა და ვახტანგისის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გარდაბნის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ლემშვენიერა, ვახტანგისი, ქესალო.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.