განცხადება

08.09.2024
გაცნობებთ, რომ შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გომი-ხაშური-ბაკურიანის მაგისტრალურ გაზსადენის 46.5 კილომეტრზე გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს.
ამ ვითარების გათვალისწინებით, სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ტიმოთესუბნის, ბაკურიანისა და მზეთამზის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი არ მიეწოდებათ დაბა ბაკურიანსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ანდეზიტი, ციხისჯვარი, დაბა, მზეთამზე, წაღვერი, ტიმოთესუბანი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე დაუყოვნებლივ აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებასშესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.