განცხადება

05.11.2024

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 108,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 7 ნოემბერს  08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ჩორჩანის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ტკოცას, ჩორჩანასა და წაღვლის.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.