გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 97.0 და 103.0 კილომეტრებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 14 ნოემბერს 09:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ანაკლიის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კახათი, დავითიანი, ოქტომბერი, კოკი, ორსანტია, ხურჩა, დარჩელი, დიდინეძი, ორულო, ანაკლია, განმუხური, ახალკახათი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.