განცხადება

19.11.2024
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ყაზახ-საგურამოს DN-1000 მმ სატრანზიტო მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. პროექტის ფარგლებში გაზსადენის 64-ე კილომეტრზე შეიცვალა ჯამში 70 მეტრამდე კოროზირებული ორი მონაკვეთი. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს სატრანზიტო მილსადენის სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს, რაც მნიშვნელივნად ამაღლებს გაზსადენის საიმედოობას.