განცხადება

27.03.2025

გაცნობებთ, რომ საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ქობულეთის განშტოების მაგისტრალურ გაზსადენზე არსებული პრომეთე დვაბზუს განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 28 მარტს 12:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ პრომეთე დვაბზუს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოს ხსენებულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ოზურგეთის მუნივიპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ნასაკირალი, ვაკიჯვარი, ბახვი, მშვიდობაური, ბაღდათი, ფამფალეთი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.