გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ქობულეთის განშტოების მაგისტრალურ გაზსადენზე არსებული პრომეთე დვაბზუს განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოები დაასრულა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.