გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 198.0 და 213.8 კილომეტრებს შორის არსებული მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 2 ივნისის 07:00-დან 3 ივნისის 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ თბილისი ენერჯის (ვარკეთილი), ენერგოკავშირს, ისთფოინთს, “ყამარი მ“-ს, „გამას“, ოლიმპიური სოფლის“ გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.