გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე და ამ გაზსადენის დედოფლისწყაროს განშტოებაზე არსებული კოროზიული მონაკვეთების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 19 აგვისტოს 06:00-დან 20 აგვისტოს 10:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სიღნაღის, წნორის, ზემო ბოდბის, კაჭრეთის, დედოფლისწყაროს, ზემო და ქვემო ქედის, თავწყაროს, გამარჯვებისა და ზემო მაჩხაანის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ დედოფლისწყაროსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: გამარჯვება, ზემო მაჩხაანი, მირზაანი, არბოშიკი, ოზაანი, თავწყარო, სამრეკლო, ხორნაბუჯი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო, კასრისწყალი.
მითითებულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ქალაქებს - სიღნაღსა და წნორს, ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ბოდბისხევი, ჯუგაანი, ტიბაანი, ქვემო მაჩხაანი, ძველი ანაგა, ხირსა, ხორნაბუჯი, საქობო, მაშნაარი, ვაქირი, ანაგა, კარდენახი, ნუკრიანი, ზემო მაღარო, ზემო ბოდბე.
ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებსაც: კაჭრეთი, ჯიმითი, ნანიანი, ქიტოოანთუბანი, არაშენდა, ქოდალო, დარჩეთი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.