შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 190.0 კილომეტრზე არსებული მონაკვეთის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში აღდგენილია, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.