განცხადება
09.10.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ვლადიკავკაზ- თბილისის 700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 140,5 და 143 კმ- ზე არსებულ ჯახასა და არყალას ხევებზე საჰაერო და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობა დაასრულა. მიმდინარე წლის 9-11 ოქტომბერს განხორციელდება არსებული მონაკვეთების მოქმედ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოების გამო 9-11 ოქტომბერს 06:00 საათიდან - 18:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზოტიკიანთკარის, შალიკიანთკარის, ციხისძირის, ანანურის და აქ არსებული აგარაკების აბონენტებს. გარდა ამისა გაზის მიწოდება შეუწყდება ცივწყაროში არსებულ ასფალტის ქარხანას. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" შესაძლო დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაციას რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.