განცხადება

16.10.2018
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2018 წლის 17 ოქტომბერს, 12:00 საათიდან - 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება  ქალაქ თელავისა და თელავის  მუნიციპალიტეტის სოფლების:  შალაურის, კურდღელაურის,  ვარდისუბნის, ყარაჯალას, რუისპირისა და იყალთოს   აბონენტებს.  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.