განცხადება

23.05.2021
 
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ლაითურის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 25 მაისს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, შემდეგ სოფლებს: ლაითური, დაბა ლაითური, დაბა ნარუჯა, დაბა ანასელუ, ლიხაური, ჭანიეთი, თხინვალი, კონჭკათი.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.