განცხადება

23.05.2021
 
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აბაშის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 24 მაისს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქალაქ აბაშას და შემდეგ სოფლებს: ნორიო, საგვაზაო, აბაშის პირი, სუჯუნა, ამცხოვრის კარი, ძიგური, გაღმა ზანათი, საბოკუჩაო, ძველი აბაშა, სეფეითი, ველითკარი, მუხუჩა.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.