განცხადება

24.05.2021

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ლანჩხუთის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 26 მაისს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, ქალაქ ლანჩხუთს  და შემდეგ სოფლებს: ჯაპანა, ქვიანი, იგოეთი, ჩოლობარგი, მაჩვართი, გვიმალაური, ჩიბათი, ლესა, ჭინათი, ჭყონაგორა.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.